ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

წერეთელი: ივანიშვილს უნდა, 71 წლის მამის სიკვდილით გადამიხადოს სამაგიერო!

TV პირველის დირექტორის ვატო წერეთლის თქმით, ბიძინა ივანიშვილი მას სამაგიეროს მამის სიკვდილით უხდის. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში განაცხადა.

ვატო წერეთელის თქმით, ის TV პირველი პოლიტიკას არ შეცვლის და ისევ ისე გაკეთდება ძალიან მწვავე სიუჟეტები.

“6 თვის უკან უმძიმესი ოპერაცია გავუკეთეთ მამას, თირკმელზე კიბო და გაუკეთდა ოპერაცია. ახლა მას უწევს ავტრიაში ჩასვლა, მაგრმა მითხრა – კითხვები რომ არ გაჩნდეს მივცემ ჩვენებას, მერე წავიდეთ და გავაგრძელოთ მკურნალობას…. ადრე როგორ იყო იცით, ვურეკავდით, ვაფრთხილებდით და გვეუბნებოდნენ წადით იმკურნალეთ და დაბრუნდით დღეს, რომ დავრეკეთ ვუთხარით, რომ დღეს ჩვენებას მისცემდა და მერე გავიდოდით სამკურნალოდ, ერთი დღე პაუზა იყო და შემდეგ გვითხრეს ოფიციალურად შემოიტანეთ საბუთებიო, კი ბატონო შევიტანეთ, დღემდე პასუხი არ არის…. საერთოდ არანაირი კომუნიკაცია არ არის. პირადად ივანიშვილს უნდა, 71 წლის კაცის სიკვდილით გადამიხადოს სამაგიერო! ბიძინა, არ არის პრობლემა, მამა ჩაჯდება ციხეში და იქნება პოლიტპატიმარი!”,- ამბობს წერეთელი.

შეგახენებთ, რომ დღეს სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლოს ჩვენებას აძლევენ. ტვ პირველის დამფუძნებელი, ვატო წერეთელი, აცხადებს, რომ მის მამას, ავთანდილ წერეთელს, საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროება.

საქალაქო სასამართლოში  ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის განხილვა მიმდინარეობს. სასამართლოს ჩვენებას დღეს ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი აძლევენ.

იტვირთბა....