ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მელაძე: რთულია ჟურნალისტების დაშინება, ყველას ვერ გააჩუმებენ

[su_quote] ეს არის ჩვენი არჩევანი, ჟურნალისტების… რომლებიც ფიქრობენ, რომ კრიტიკულ მედიაში მუშაობა დღეს არის ყვექნისთვის მნიშვნელოვანი. ჩვენ რომ გვდომოდა გვემუშავა არაკრიტიკულ მედიაში, რომელიც ხელისუფლებას უძღვნის დითირ ამბებს, ამას როგორმე მოვახერხებდით და ისინი ძალიან დიდი სიამოვნებით, მომენტალურად დაცლიდნენ ტელევიზიას და გადაანაწილებდნენ მათ ტელევიზიებში. მე მქონდა ჩემი არჩევანი, როდესაც რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშის მმართველობის ქვეშ გადავიდა და ვიყავი საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, იმ გუნდს, რომელიც ახლა ამ ტელევიზიაში მუშაობს, იქიდან ვინემს კი არ გამოუყრია ესენი. მე ერთი თვის განმავლობაში და უფრო მეტი ისევ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ვიყავი და ჩემთან მოდიოდა არაფორმალური შემოთვლები, რომ თუ გადავეწყობოდი ხელისუფლების რელსებზე, მაშინ ხელს ვერავინ მომკიდებდა. ვიჯდებოდი უფრო მასშტაბურ, ბევრად დიდ ტელევიზიაში, რომელსაც პრობლემა არ ექნებოდა და მექნებოდა იდეალური სამუშაო გარემო – არ არის ეს ჩემი არჩევანი, მე ვფიქრობ, ჟურნალისტი უნდა იყოს იქ სადაც აქვს კითხვის დასმის საშუალება, ფაქტის მოძებნის საშუალება და არ აშუქებდეს მხოლოდ ისეთ ამბებს, რომელიც მოსწონს ხელისუფლებას. ეს არის დღეს ამ ქვეყნისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა… ჩვენ ამ ხელისუფლებამ გამოგვწეთვნა… ქუჩაში ბრძოლამ, თავების დატეხვამ, ხელისუფლების იერიშმა, სასამართლომ, პროკურატურამ არ დარჩენილა უყება სადაც გამოკითხვაზე არ გვატარეს, ჩვენი საგამოძიებო ჟურნალისტიკის გამო. ეს სჭირდება დღეს საქართველოს…. მათ გამოგვწვრთვნეს და ერთი მხირვ კარგი სამსახური გაგვიკეთეს, ბრძოლას მიჩვეულები ვართ, არ გვეშინია და ძალიან რთულია ჟურნალისტების დაშინება, ყველას ვერ დაიჭერენ, ყველას ვერ გააჩუმებენ. [/su_quote]

ამის შესახებ ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ tv პირველის ეთერში განაცხადა.

შეგახენებთ, რომ დღეს სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლოს ჩვენებას აძლევენ. ტვ პირველის დამფუძნებელი, ვატო წერეთელი, აცხადებს, რომ მის მამას, ავთანდილ წერეთელს, საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროება.

საქალაქო სასამართლოში  ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის განხილვა მიმდინარეობს. სასამართლოს ჩვენებას დღეს ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი აძლევენ.

იტვირთბა....