ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

მელია: თუ ოპოზიცია საკვანძო პოზიციას დაიკავებს, საკრებულოებში გახარიას პარტიის კანდიდატებს მხარს დავუჭერთ

[su_quote]ჩვენ ერთმანეთი მოგვწონს, არ მოგვწონს, საერთოდ რამე გვაქვს საერთო თუ არ გვაქვს ჩვენ გახარიას პარტიასთან, მე პირადად ვთვლი, რომ საერთო არაფერი გვაქვს და არც გვექნება, მაგრამ მოსახლეობამ ასე გადაწყვიტა, რომ ამ მუნიციპალიტეტებში და არამარტო ამ მუნიციპალიტეტებში მანდატების უმრავლესობა მიანიჭა ოპოზიციას. მიანიჭა ოპოზიციას იმისათვის, რომ ქართულმა ოცნებამ როგორც მინიმუმ ფული აღარ მოიპაროს, კორუფციული სქემები აღარ ხლართოს. ეს არის დაკვეთა.

ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ პრაგმატულია და ჩვენთვის მისაღებია, რომ იყოს, კიბატონო, შემხვედრი წინადადებით შევხვდეთ მათ, იყვნენ ისინი საკრებულოს თავმჯდომარეები, ჩვენ დავუჭერთ მათ მხარს საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად. მაგრამ მნიშვნელოვანია გვესმოდეს ძალიან კარგად, რომ საკრებულო, როგორც ასეთი, თავისი შემადგენლობით, ვგულისხმობ პოზიციებს, იყოს ოპოზიციური. საკვანძო პოზიციები დაიკავონ ოპოზიციური პარტიების კანდიდატებმა[/su_quote]

ამის შესახებ პარტია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ტვ პირველის ეთერში განაცხადა.

იტვირთბა....