[su_quote] არ მგონია, რომ ბიძინას, ან მიშას შესახებ სახელმძღვანელოში ინფორმაცია, მათ შორის ბიოგრაფიული, რაიმე აჟიოტაჟის საფუძველი უნდა გახდეს. ეს ორი ადამიანი ისტორიის ნაწილია, მოგვწონს თუ არა ეს. მე რაც ვნახე, მასალაც საკმაოდ ზომიერია.[/su_quote]
წერს ექსპერტი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.
ინფორმაციისთვის, დღეს ელენე ხოშტარიამ საკუთარი ფეისბუქ გვერდით გაავრცელა ფოტო ერთ-ერთი სასკოლო სახელმძღვანელოდან, რომელშიც მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ადიდებენ.
“ამ საბჭოთა სიმახინჯეზე მიიღებთ პასუხს, თან მწარეს! არ გავჩერდებით, სანამ ეს სიმახინჯე არ გამოსწორდება. სკოლის სახელმძღვანელოში ბელადის დიდება მოინდომეს” – ამბობს ელენე ხოშტარიამ.
განათლების სამინისტროს მიერ გრიფირებულ სახელმძღანელოებს შორის ერთ-ერთია გამომცემლობა დიოგენეს მე-9 კლასის ისტორიის წიგნიც, რომელსაც განათლების სამინისტროსგან გრიფი 2020 წელს მიენიჭა.
“[2012 წელს] მთავრობის მეთაური, პრემიერ-მინისტრი ქართული ოცნების დამფუძნებელი, ცნობილი ქველმოქმედი და მეცენატი, ბიძინა ივანიშვილი გახდა. ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად, საქართველოს ევროპული კურსი არ შეცვლილა და პირიქით, ინტეგრაცია კიდევ უფრო გაღრმავდა (გვერდი 410)”, – აღნიშნულია მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში