ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

აშშ-ის ელჩი: იმედგაცრუებული ვართ, რომ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი გაგრძელდა დაჩქარებით

იმედგაცრუებული ვართ იმით, რომ ეს პროცესი გაგრძელდა დაჩქარებით, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სხვა პრიორიტეტები, რომლებზეც უნდა მოხდეს დაჩქარება და არ ხდება, – ასე აფასებს საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს.

“იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არის 5 ვაკანტური პოზიცია არამოსამართლე წევრებისთვის, ეს პოზიციები თავისუფალია თვეების მანძილზე და რატომღაც, არავინ არ ჩქარობს, რომ შეივსოს, მაშინ, როდესაც ისინი წარმოადგენენ ხალხის აზრს სასამართლო სისტემაში, შესაბამისად ეს რთული ასახსნელია. ასევე გასათვალისიწნებელია, რომ თავად მმართველი პარტიის წარმომადგენლები დათანხმდნენ სასამართლო რეფორმის განხორციელების მნიშვნელობას. მნიშვნელოვანია ინკლუზიური და სრული სასამართლო რეფორმის განხორციელება” – განაცხადა კელი დეგნანმა.

იტვირთბა....