[su_quote] ძალიან ბევრი გარემოების კომბინაციაზე უნდა ვიფიქროთ. ხელისუფლების მიზანი ამ საქმეში, ცხადია, ყოველთვის იყო მიხეილ სააკაშვილის დისკრედიტაცია, მისი იზოლაცია და ყველანაირად ცდილობდნენ იმას, რომ მიხეილ სააკაშვილს ან მისი რეპუტაცია შეელახათ, ხოლო მას არ ჰქონოდა შესაძლებლობა საზოგადოებასთან კომუნიკაციის. ბუნებრივია, [მარიამ ჯიშკარიანის] ეს განცხადება არის ძალიან საეჭვო და მინიმუმ, სიღრმისეულ გამოკვლევას საჭიროებს.
თუკი დადასტურდება ეჭვი, რომელიც გამოითქვა სააკაშვილის მიმართ, არასაჭირო ფსიქოტროპული პრეპარატების გამოწერის და მიღებასთან დაკავშირებით, ცხადია, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება, მათ შორის სისხლის სამართლებრივი. ერთ-ერთი ოლიგარქის თავში მოხარშული იდეებია, რასაც, ბუნებრივია სამართლებრივი რეაქცია მოჰყვება. ნებისმიერ ნორმალური ქვეყანაში ასეთ ადამიანს, მსხვერპლს, რომელსაც არაადამანურად მოეპყრო სახელმწიფო სისტემა დაუყოვნებლივ გაანთავისუფლებდნენ და მისცემდნენ საშუალებას მკურნალობის კურსი დაესრულებინა მეგობრულ გარემოში.[/su_quote]
ამბობს მიხეილ საააკაშვილი ადვოკატი, შოთა თუთბერიძე TV პირველის ეთერში.