ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

პაპუაშვილი: სააკაშვილი გაჯიუტებული ახალგაზრდასავით იქცევა, როდესაც რაღაც დააშავა ადამიანმა და არ უნდა აღიაროს

[su_quote]სააკაშვილი გაჯიუტებული ახალგაზრდასავით იქცევა, როდესაც რაღაც დააშავა ადამიანმა და არ უნდა აღიაროს, არ უნდა დაინახოს. ვერ ხედავს საკუთარ დანაშაულს. უფრო სწორად, არ უნდა აღიაროს ეს და არ უნდა სიმართლეს გაუსწოროს თვალი. საერთო ჯამში, რასაც ვხედავთ, არის ძალიან დახვეწილი, ელიტური კორუფციის სქემა. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგია, რომ ადამიანები ცდილობენ საკუთარი თავი დააყენონ როგორც კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლები.

სინამდვილეში კი ვნახეთ, რომ სააკაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოაწყო კორუფციის სქემა, გიგი უგულავამ თბილისის მერიაში მოაწყო კორუფციის სქემა და 48 მილიონ გააქრეს ბიუჯეტიდან. დავით კეზერაშვილმა თავდაცვის სამინისტროში მოაწყო ელიტური კორუფციის სქემა და 5 მილიონი ევრო ომამდე რამდენიმე თვით ადრე ფიქტიური წვრთნებით, რომელიც მხოლოდ ფურცელზე იყო, გადარიცხა ოფშორებში და ა.შ.[/su_quote]

ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში იმედი LIVE განაცხადა.

იტვირთბა....