ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დეგნანი: ერთპარტიული მმართველობა რისკის ქვეშ აყენებს დემოკრატიის პრინციპს

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ ერთპარტიული მმართველობა რისკის ქვეშ აყენებს დემოკრატიის პრინციპს.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბარიერის დაწევა იყო პოზიტიური რამ და ყველა პოლიტიკური ლიდერი შეთანხმდა ამაზე მოლაპარაკებების დროს, 19 აპრილის შეთანხმებაში.

“ზოგიერთს, ალბათ, არ ესმის, რომ დემოკრატია მოსაზრებათა მრავალფეროვნებას მოითხოვს. მხოლოდ ერთპარტიული მმართველობა რისკის ქვეშ აყენებს დემოკრატიის პრონციპს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბარიერის დაწევა იყო პოზიტიური რამ და ყველა პოლიტიკური ლიდერი შეთანხმდა ამაზე მოლაპარაკებების დროს, 19 აპრილის შეთანხმებაში. ეს იყო ერთ-ერთი პოზიტიური შედეგი 2020 წლის არჩევნებზე, რამაც მოიტანა ის, რომ 9 პოლიტიკური პარტია შევიდა პარლამენტში. 5%-იანი ბარიერის დატოვება ნამდვილად არ არის გზა უფრო მეტი ინკლუზიისკენ და მეტი მრავალფეროვნებისკენ პარლამენტში”, – განაცხადა დეგნანმა.

ცნობისთვის, ქართული ოცნების ლიდერების განცხადებით, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერის დაწევა და საკონსტიტუციო ცვლილება საჭირო აღარ არის.

იტვირთბა....