ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

უგულავა ჯარიმაზე: ივანიშვილმა „პარაგრაფის“ ფასი დაადო მარნეულის „კაპეზეს“

[su_quote]რაც უფრო მეტი იქნება ასეთი ბრუტალური მოქმედებები, საზოგადოებისგან პასუხი იქნება შესაბამისი. რაც უფრო გაწელავს ხელისუფლება ზამბარას, მით უფრო მტკივნეულად მოხვდებათ ეს ზამბარა ცხვირში. 3 ათასი ლარით დამაჯარიმა, ანუ მარნეულის “კაპეზე” 24 საათში, რომ იცოდეთ, ღირს 500 დოლარი დაახლოებით, ასე გამოდის, ივანიშვილის “სტავკაა” ეგ. “პარაგრაფის” ფასი, თავის სასტუმროს ფასი დაადო მარნეულის “კაპეზეს”[/su_quote]

ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს მისი სასამართლო სხდომის შემდეგ განუცხადა. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა 3000-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გათავისუფლდა. უგულავა სამართალდამცველებმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 29 ნოემბერს დააკავეს. ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით იყო დაკავებული, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

იტვირთბა....