ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სააკაშვილი: ქართველო ხალხო, არ მოგენატრათ თქვენი ქვეყნით სიამაყის განცდა?

[su_quote] პირველ რიგში, მინდა, მივესალმო გარეთ მდგომ ადამიანებს, მივესალმო საქართველოს საზოგადოებას და მინდა, დაგისვათ კითხვა – მე რამდენიმე დღე ვიარე თავისუფლად საქართველოში და მქონდა საშუალება ადამიანებთან ურთიერთობის, ტყვედ აყვანის წინ და მე ვნახე, რომ ხალხი არის ძალიან დაღვრემილი, ხალხი არის ძალიან მოღუშული, ხალხი პრაქტიკულად არ იღიმება, ხალხი არის ძალიან გაუბედურებული და მე მინდა, გითხრათ თქვენ, ჩემო საყვარელო ქართველო ხალხო, მინდა გკითხოთ – არ მოგენატრათ თქვენი ქვეყნის სიამაყის განცდა? არ მოგენატრათ განვითარების დრაივი? არ მოგენატრათ სიახლე და აღმშენებლობა? არ მოგენატრათ სიყვარული და სითბო? არ მოგენატრათ გამარჯვების ზეიმი? და თუ ეს ყველაფერი მოგენატრათ, მაშინ ის, რაც ახლა ხდება, ეს ყველაფერი ერთად უნდა დავასრულოთ. [/su_quote]

ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე სიტყვით მიმართვის დროს განაცხადა.

იტვირთბა....