თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ფეისბუქის საკუთარ გვერზე თურქეთში მომხდარ ტერაქტს ეხმაურება.
„მინდა ღრმა მწუხარება გამოვხატო იმ საშინელ აფეთქებაზე, რაც დღეს სტამბულში მოხდა. მინდა მწუხარება გამოვთქვა თავდაცვის სამინისტროს სახელითა და ქართველი ხალხის სახელით. ვუსამძიმრებ თურქ ხალხსა და დაღუპულთა ოჯახის წევრებს. მეც შეიძლება ამ ტრაგედიის მსხვერპლი გავმხდარიყავი, რადგან გასულ კვირას გახლდით სტამბოლში და მოვინახულე ქალაქის ულამაზესი ადგილები დედასა და ორ შვილთან ერთად.
დარწმუნებული იყავით, რომ საქართველო თურქეთის გვერდით დგას მსოფლიოსთან ერთად, რომელიც ტერორიზმს ებრძვის. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ ამ მძიმე წუთებში“.- წერს ხიდაშელი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, სტამბოლში დღეს თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა დაიღუპა 10 ადამიანი, რამდენიმე ათეული კი დაშავდა.