აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერს ეხმაურება.
როგორც რიჟვაძე აღნიშნავს, იმ შემთხვევაში, თუ პარტიის მიერ საჯაროდ გავრცელებულ ჩანაწერში მისი ოჯახის წევრი არ ფუიგურირებს, ყველას მოთხოვს, რომ ბოდიში მოიხადოს.
“კიდევ ერთხელ მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილი ოჯახის წევრებს და სწორედ ამ ადამიანის ხსოვნაც, მისი სახელის მოფრთხილებაც ითვალისწინებს, რომ მეტად ღირსეულად მოექცნენ მათივე თანამებრძოლები. რაც შეეხება წინასწარ დაანონსებულ რაღაც ჩანაწერებს, ბუნებრივია, ამაზე და მათ შინაარსზე ვერ გავაკეთებ კომენტარს, თუმცა მერწმუნეთ, რომ თუ, მათ შორის ჩემი ოჯახის წევრი რომელიმე ჩანაწერში არ ფიგურირებს, ყველას მოვთხოვ ბოდიშის მოხდას”, – განაცხადა რიჟვაძემ.
ცნობისთვის, ენმ-ის განცხადებით, ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს წევრს ნაციონალური მოძრაობიდან ნუგზარ ფუტკარაძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის დავალებით, მოსყიდვის სანაცვლოდ 100 ათას დოლარს სთავაზობდნენ.

