აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით, პასუხს აგებს” – კახა კალაძე ბაჩო ახალაიას საქმეზე

გუშინ მოვისმინეთ ბაჩო ახალაიას დაკავების თაობაზე, დაველოდოთ გამოძიებას – ყველას, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით პასუხს აგებს – ასე ეხმაურება  კახა კალაძე ჟურნალისტებთან თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას საქმეს.

მისივე თქმით, სახელმწიფოს შესაბამისმა სტრუქტურებმა კანონის შესაბამისად იმოქმედეს და აღკვეთეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ფაქტი.

„4 ოქტომბრამდე რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა კამპანია, რომ ეს ადამიანები, მოძალადე ჯგუფები აპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას. 4 ოქტომბერს დაიწყეს აღსრულებაში მოყვანა, თუმცა სახელმწიფოს შესაბამისმა სტრუქტურებმა კანონის შესაბამისად იმოქმედეს და აღკვეთეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ფაქტი. ამ მიმართულებით გამოძიება დაწყებულია, ბევრი ადამიანი იქნა დაკავებული, გუშინ მოვისმინეთ ბაჩო ახალაიას დაკავების თაობაზე. დაველოდოთ გამოძიებას. გახსოვთ, რამდენჯერ გავაკეთეთ მოწოდებები, არ გადადგათ ისეთი ნაბიჯი, რომელიც კანონსაწინააღმდეგო იქნება, რადგან სახელმწიფო იმოქმედებს კანონის შესაბამისად. მიუხედავად ამისა, იმოქმედეს, როგორც იმოქმედეს. ყველა, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით, აგებს პასუხს“ – აღნიშნა კალაძემ.

იტვირთბა....