aviabiletebi
მთავარი პოლიტიკა

კირთაძე: ნუგზარ ფუტკარაძეზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, რიჟვაძის მამის დავალებით, ზეწოლა და მოსყიდვის მცდელობა განხორციელდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ნაციონალური მოძრაობა აუდიო ჩანაწერებს ასაჯაროებს და ამბობს, რომ მათი ფრაქციის სხვადასხვა წევრებზე მიმდინარეობდა ზეწოლა და მოსყიდვის მცდელობა.

როგორც პარტიის წევრი გიორგი კირთაძე აცხადებს, ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს წევრს ნაციონალური მოძრაობიდან ნუგზარ ფუტკარაძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის დავალებით, მოსყიდვის სანაცვლოდ 100 ათას დოლარს სთავაზობდნენ.

“ჩვენი ფრაქციის სხვადასხვა წევრებზე მიმდინარეობდა ზეწოლა, თუმცა ერთ-ერთი პირველი ვისზეც დაიწყო ზეწოლა და მოსყიდვის მცდელობა ეს გახლდათ ბატონი ნუგზარ ფუტკარაძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა და კიდევ ერთხელ მინდა სამძიმარი გამოვუცხადო ოჯახს, ნათესავებს, მეგობრებს და მთელ ქვეყანას.

ნუგზართან მოლაპარაკებას დათო რიჟვაძის დავალებით, თორნიკე რიჟვაძის მამის დავალებით სათავეში ჩაუდგა ასლან აბაშიძის დროინდელი ორი ყოფილი ძალოვანი, მაღალჩინოსანი ძალოვნები. ესენი გახლავთ ვაჟა თაბაგიძე და ბადრი ბაკურიძე. ვაჟა თაბაგიძე იკავებდა აჭარის სამძებროს უფროსის პოზიციას, ხოლო ბადრი ბაკურიძე იკავებდა ბათუმის უშიშროების უფროსის პოზიციას. ორივე მათგანი აჭარის რევოლუციის შემდეგ მოუწიათ აჭარიდან წასვლა და მხოლოდ ივანიშვილის მოსვლის შემდეგ ისინი დაბრუნდნენ.

მათ ნუგზარ ფუტკარაძესთან არაერთი შეხვედრა გამართეს, ჩვენ ამის შესახებ საქმის კურსში ვიყავით. როცა ეს გაუსაძლის ამბავს და ხასიათს იძენდა, ბატონმა ნუგზარმა თვითონვე გააკეთა ჩანაწერები და დარწმუნებული ვარ, მეორე მხარეც ამ ჩანაწერებს აკეთებდა. ბატონ ნუგზარმა ეს ჩანაწერი პირადად მე მომაწოდა, ჩანაწერი აუდიო სახის არის და მას წარმოგიდგენთ. ვაჟა თაბაგიძე, ამავდროულად არის ხელვაჩაურის ახლად არჩეული მერის, ზაზა დიასამიძის ბიძა, მისი სახელითაც არიან მისული ბატონ ნუგზართან. ვაჟა თაბაგიძე და ბადრი ბაკურიძე ნუგზარ ფუტკარაძეს 100 ათას დოლარს სთავაზობდნენ”, – განაცხადა კირთაძემ.

ცნობისთვის, ბათუმის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის არჩეული დეპუტატი, ნუგზარ ფუტკარაძე რამდენიმე 18 ნოემბერს გარდაიცვალა.

იტვირთბა....