აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ტაივანისთვის იარაღის მიყიდვის გამო, აშშ-ის თავდაცვის კომპანიებსა და ათ ფიზიკურ პირს ჩინეთმა სანქციები დაუწესა

ტაივანისთვის იარაღის მიყიდვის გამო, ჩინეთმა აშშ-ის თავდაცვის კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

კერძოდ, სანქციები დაუწესდა თავდაცვის 20 კომპანიასა და ათ ფიზიკურ პირს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სანქციები ითვალისწინებს კომპანიებისა და ფიზიკური პირების ჩინეთში არსებული ნებისმიერი აქტივების გაყინვას, ასევე ადგილობრივ ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებს მათთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება აეკრძალებათ.

„ტაივანის საკითხი ჩინეთის ძირითადი ინტერესების ბირთვია და ეს არის პირველი წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთაც არ შეიძლება ჩინეთ-აშშ-ს ურთიერთობებში“, – განაცხადეს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ აშშ-მა დაამტკიცა ტაივანისთვის 11.1 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის მიყიდვა.

იტვირთბა....