რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებმა ტელეფონით ისაუბრეს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„პრეზიდენტ პუტინის დავალებით, რუსეთისა და აშშ-ის ადმინისტრაციების წარმომადგენლებს შორის კონტაქტი შედგა“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, რუსულ მხარეს წარმოადგენდა პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი, ხოლო ამერიკულ მხარეს – თეთრი სახლის რამდენიმე წარმომადგენელი.

