ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი

კაპანაძე ონლაინ კაზინოების აკრძალვაზე: ასეთი დებილები გვყავს მთავრობაში

ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე ონლაინ კაზინოების აკრძალვასთან დაკავაშირებით პრემიერ-მინისტრის ახალ ინიციატივას ეხმაურება.

როგორც კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს, ონლაინ კაზინოების აკრძალვის შემთხვევაში მთავრობის ბიუჯეტი შემცირდება, რის შემდეგაც გაიზრდება გადასახადები.

“აი, ეს დებილი მართლა რა. მაგ ონლაინ კაზინოებიდან რამდენი ფული შედის ბიუჯეტში, იცის ნეტავ? თუ აქაურებს რომ აკრძალავ, გარეთ ონლაინ კაზინოებში აღარ ითამაშებს ხალხი და ფული აღარ გავა გარეთ? და ამ სფეროში რამდენი ადამიანია დასაქმებული, ეს თუ იცის? და აქედან რომ ფული მოაკლდებათ ბიუჯეტში, მერე რას იზამენ, როგორ გგონიათ? გადასახადებს აწევენ. ყველაზე მარტივად რის გადასახადებს გაზრდიან, როგორ გგონიათ? ალბათ აქციზს. მაგალითად, საწვავზე. მერე რა, რომ ბენზინი გაძვირდება. აი, ასეთი დებილები გვყავს მთავრობაში. ნუ, ახლა, ამაზე ბიძინაც გვეთანხმება, რომ დებილია”, – წერს კაპანაძე.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, პირველ ეტაპზე ონლაინ კაზინოებს გადასახადები გაეზრდებათ, შემდეგ მათი აკრძალვა იგეგმება.

იტვირთბა....