პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ონლაინ კაზინოების მფლობელებს გადასახადები გაეზრდებათ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გადასახადების გაზრდასთან ერთად, პირველ ეტაპზე უნდა აიკრძალოს რეკლამები და გაიზარდოს ასაკობრივი ზღვარი 25 წლამდე.
“თითოეულ მოქალაქეს აწუხებს ძალია სათამაშო ბიზნესი და ონლაინ კაზინოები. 1 500 000 000 ლარი გაედინება ქვეყნიდან ონლაინ კაზინოების მეშვეობით. მე ამის თაობაზე მქონდა საუბარი ეკონომიკურ გუნდთან. პირველ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ ბატონი მინისტრი წარადგენს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც გულისხმობს გადასახადების გაზრდას ონლაინ კაზინოების მფლობელებისთვის და მათგან აბსოლუტური უმრავლესობა არის უცხოური კომპანიები და საუბედუროდ, ჩვენი მოქალაქეების ფული გაედინება უცხოეთში. აქედან დიდი ნაწილი არის გაჭირვებული მოსახლეობა. ამიტომ, პირველ ეტაპზე ჩვენ ვფიქრობთ, რომ გავზარდოთ გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა და ასევე, 25 წლამდე ავწიოთ ბარიერი. მეორე ეტაპზე საერთოდ უნდა აიკრძალოს ონლაინ კაზინოები”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.