ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

დუმბაძე: სააკაშვილს რომ რამე მოუვიდეს, გარწმუნებთ, საქართველო იქცევა ნაწლავებად

[su_quote]ეს არის უკიდურესად აღმაშფოთებელი. არ შეიძლება კაცი სასამართლო პროცესზე არ მოუშვა, არც სატელეფონო საუბრის უფლება მისცე. მაღალი კლასის პროფესიონალები ამბობენ, რომ ის სასწრაფოდ სამოქალაქო კლინიკაშია გადასაყვანი და ამ საქმის გამოსწორება შეუძლია მხოლოდ ერთადერთ უზენაესს, ეს არის საქართველოს მოქალაქე. დიქტატურა არ მარცხდება საარჩევნო ბიულეტენით და არ მარცხდება მიკროფონთან ლაპარაკით.

გამოდით ქუჩაში, დავდგეთ ერთ წერტილში და ხელისუფლებას ვუთხრათ უარი, ხელისუფლებას ვუთხრათ, რომ ცხოვრების ასე გაგრძელება არ შეიძლება. არ შეიძლება ცოცხალი ადამიანი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ცოცხლად შეჭამო და მოკლა. არ შეიძლება, რომ რაიმე მოუვიდეს. გარწმუნებთ, გაძლევთ 1000%-იან გარანტიას, საქართველო იქცევა ნაწლავებად, ეს მითქვამს ივანიშვილო შენთვის და დანარჩენი შენ გაიგე[/su_quote]

ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას წევრმა, მურმან დუმბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა და საკაცით გაიყვანეს.

იტვირთბა....