ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ადვოკატის განცხადებით, სააკაშვილმა გონება დაკარგა და ექიმებმა საკაცით გაიყვანეს

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის ბექა ბასილაიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა.

მისი თქმით, სააკაშვილი საკაცით გაიყვანეს.

“სამედიცინო თვალსაზრისით ვერ შევაფასებ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. როცა წაიქცა, ვიდრე საკაცეს ჩამოიტანდნენ, ძალიამ მძიმე მდგომარეობაში იყო. მიშა გამოდიოდა ადვოკატების შეხვედრიდან და უნდა ასულიყო ზემოთ, მოსხლეტით წაიქცა, სიტყვა არ გამიგია მისგან, თვალებს ხელებით ვუხსნიდით, გადააწვინეს საკაცეზე, არ ვიცი რა მდგომარეობაშია. მანამდე ვისაუბრეთ, ძალიან მძიმედ იყო”, – განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკვე 49-ე დღეა შიმშილობს.

იტვირთბა....