[su_quote]მთელი პასუხისმგებლობა ახლა რაც ხდება საქართველოს მესამე პრეზიდენთთან მიმართებით, რომელმაც ჩაატარა ფუნდამენტური რეფორმები ქვეყანაში, რომელიც არის სახელმწიფო ინსტიტუტი და რომელსაც ეს მთავრობა ფეხქვეშ თელავს. მთლიანად სახელმწიფო ინტერესებს. მთელი პასუხიმგებლობა ეკისრება აქ [პარლამენტში] მსხდომ ადამიანებს – კობახიძეები, ღარიბაშვილები და ბიძინა ივანიშვილები და ა.შ. ილოცონ და გააკეთონ ყველაფერი, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას ზიანი არ მიადგეს, თორემ ვერ გაასწრებენ აქედან. ძალიან მძიმე პასუხიმგებლობა დაეკისრება თითოეულ მათგანს[/su_quote]
ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა აკაკი მინაშვილმა მთავარ არხთან ინტერვიუში განაცხადა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა და საკაცით გაიყვანეს. ამასთან, გავრცელდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაც, სადაც ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

