ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დავითულიანი სააკაშვილზე: ვუსურვებ ჯანმრთელობას და გონებაზე მალე მოსვლას, თუ დაკარგა

ქართული ოცნების დეპუტატის, ბექა დავითულიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში რომ გადაეყვანათ, ეს შიმშილობის შეწყვეტისკენ ნაბიჯს აინც არ გადაადგმევინებდა.

მისი თქმით, პატიმარმა სააკაშვილმა შიმშილობა უნდა შეწყვიტოს და იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე.

“ვუსურვებ ჯანმრთელობას და გონებაზე მალე მოსვლას, თუ დაკარგა… სამოქალაქო კლინიკაში რომ გადაეყვანათ, ეს შიმშილობის შეწყვეტისკენ ნაბიჯს არ გადაადგმევინებდა, ასეთი იყო თავიდან მისი პოზიცია. პენიტენციურმა დაწესებულებამ თქვა – შიმშილობის 2 ათასი ფაქტი მაქვს ნამკურნალევი და ნამართი, მაქვს გამოცდილება და პატიმარ და პაციენტ სააკაშვილს უკეთ ვუმკურნალებ ვიდრე სამოქალაქო კლინიკა. პენიტენციური კლინიკა პროტოკოლით უნდა აკეთებდეს ამას და დარწმუნებული ვარ, აკეთებს. პროცესები რომ არ დაიძაბოს, ყველამ კეთილგონიერებას უნდა მივმართოთ. პატიმარმა სააკაშვილმა შიმშილობა უნდა შეწყვიტოს, იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე და სხვა გამოსავალი ვიპოვოთ. როდესაც ადამიანს გონება აქვს დაკარგული, პენიტენციურ სამსახურს აქვს ვალდებულება მისი ნებართვის გარეშე იზრუნოს პატიმარზე”, – განაცხადა დავითულიანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა და საკაცით გაიყვანეს.

იტვირთბა....