ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ციტატა

გვარამია საპატრიარქოს განცხადებაზე: ეს იყო კაციჭამიების კორპორაციის განცხადება – დარწმუნებული ვარ, პატრიარქს ეს წაკითხულიც არ აქვს

[su_quote]დამადლებული ზიარება და არასამარხვო მენიუ, როგორც აღმოაჩინა ამჯერად უკვე საპატრიარქომ. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო კაციჭამიების კორპორაციის განცხადება, პირდაპირ ვამბობ ამას. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პატრიარქს ეს წაკითხულიც არ აქვს, დარწმუნებული ვარ ამაში, სხვა თუ არაფერი, მინახავს მისი ბასრი გონების შემოქმედება, და ეს უბრალოდ არ გამოვიდოდა პატრიარქის კალმიდან და ჩვენ ვნახეთ ცოცხალი ადამიანი, რომელიც საუბრობს, რომ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით გააკეთა ეს ყველაფერი. და სისტემა, რომელიც უკვე უპირისპირდება ცალკეულ ეპისკოპოსს.

ჩვენ მივიღეთ აბსოლუტურად გასაგები დიქოტომია ამ ქვეყანაში. ინდივიდუმები სისტემის წინააღმდეგ. ყველა სფეროში ხდება ეს და ყველა ეს ინდივიდუმი არის ოპოზიციაში, უმრავლესობაში, მაგრამ ოპოზიციაში და სისტემა, რომელიც უმცირესობაშია, არის ხელისუფლებაში. ყველა ხელისუფლებაზე ვსაუბრობ. და მე აღარ ვმიჯნავ უკვე ქართული ოცნების საერო ხელისუფლებას საპატრიარქოს სასულიერო ხელისუფლებისგან. ორივე არის განშტოება ერთი და იგივე რუსული პროექტის[/su_quote]

ამის შესახებ მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გადაცემაში მთავარი აქცენტები განაცხადა, რითაც ეხმაურება საპატრიარქოს განცხადებას, სადაც ის მეუფე ნიკოლოზის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარს აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ შიმშილობის მარხვასთან გაიგივება მარხვის არსის დაკნინებაა.

იტვირთბა....