ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ციტატა

საპატრიარქო მეუფე ნიკოლოზს: შიმშილობის მარხვასთან გაიგივება მარხვის არსის დაკნინებაა

[su_quote]საეკლესიო მარხვა არის სინანულის აქტი, რომელიც აღესრულება ცოდვათა მონანიებისა და შენდობის სასოებით … და საერთო არაფერი აქვს უსამართლო მოპყრობის მოტივით განხორცილებულ ისეთ საპროტესტო ფორმასთან, სადაც მოშიმშილე შესაძლო მძიმე შედეგის პასუხისმგებლობას სხვას აკისრებს.

ამიტომაც, პოლიტიკური მოტივებით განპირობებული შიმშილობის (მითუმეტეს, რაციონი არასამარხოცაა) გაიგივება 40 დღიან მშრალ მარხვასთან, მარხვის არსის დაკნინებაა.

ვწუხვართ, რომ მღვდელმთავრის ბოლოდროინდელმა პირადმა შეხედულებებმა ურთიერთშენდობის გზაზე ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა კიდევ უფრო გაართულა[/su_quote]

ასე ეხამურება საქართველოს საპატრიარქო მეუფე ნიკოლოზის მიერ 8 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ გაკეთებულ კომენტარს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ციხეში ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა აზიარა და აღნიშნა, რომ ის მარხულობდა.

იტვირთბა....