ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

წულუკიანი სააკაშვილზე: ყველას ძალიან მოგვბეზრდით

კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა უკვე ძალიან მოსაბეზრებელია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“მთავარი მაინც არის ის, რომ გაირკვეს, რას ნიშნავს ამ შემთხვევაში შიმშილობა, იმიტომ, რომ იუსტიციის მინისტრობისას მრავალნაირი შიმშილობა მინახავს მშრალიც, ასევე სხვა პროტესტის ფორმებით და რეალობიდან გამომდინარე, უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება.

ყველანაირი ამ ტიპის პროტესტი – დამარცხდი და გაბრაზებული ხარ, სასოწარკვეთილი იგონებ რაღაცებს, რომ როგორმე არიო ქვეყანა, არის უკვე ყავლგასული. ყველას გვაქვს მობეზრებული. მე არ მგონია ქვეყანაში არსებობს ერთი ადამიანიც კი, რომელიც მისმენს და იფიქრებს, რომ მიხარია ეს და არ მომბეზრდა, ყველას მოგვბეზრდით. დაველოდოთ 2024 წლის არჩევნებს, თუ გაიმარჯვებთ, აგერ ხართ თქვენც და აგერ არის ხელისუფლების სადავეები. მანამდე ქვეყანას მართავს “ქართული ოცნება” და ერთის გარდა, ყველგან ქართული ოცნების მერია .

ჩვენ ვაგრძელებთ იმ პოლიტიკას, რომელიც დავიწყეთ და იმ პასუხისმგებლობების ტარებას, რომელიც ამომრჩეველმა რამდენიმე წლის წინ დაგვაკისრა. ამიტომ რაც ნაკლებ ყურადღებას მივაქცევთ ძველმოდურ ქცევებს, დღეს ეს 2003 წელი არ არის, ძალიან ბევრი წელი გავიდა ვარდების ჰაერში ფრიალის შემდეგ. არის ის წელი, რომელიც არის და მოვიქცეთ 2021 წლის შესაბამისად და დაველოდოთ მომდევნო ციკლის საპარლამენტო არჩევნებს”,- ამბობს წულუკიანი.

იტვირთბა....