ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გირჩი ითხოვს კანაფის/მარიხუანის შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა და გასაღება სისხლის სამართლის დანაშაული არ იყოს

პარტია გირჩი ითხოვს მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა და გასაღება სისხლის სამართლის დანაშაული აღარ იყოს.

“2018 წლიდან საქართველოში კანაფის და მისი პროდუქტების მოხმარება ლეგალურია. ამის მიუხედავად, ქვეყანაში ადამიანების დევნა მაინც გრძელდება. იუსტიციის სამინისტროსგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ 311 ადამიანი პრობაციონერია, ხოლო 84 ადამიანი სასჯელს იხდის კანაფის და მისი პროდუქტების მოხმარება, შეძენა-შენახვაზე. ასეთი მონაცემები გვაქვს იმ პროდუქტზე, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ ლეგალურად გამოაცხადა”,- ამბობს იაგო ხვიჩია.

როგორც პარტია განმარტავს, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ადამიანები აღარ დაისჯებიან სისხლის სამართლის წესით კანაფისა და მისი პროდუქტების ნებისმიერი ოდენობით შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან/და გადაგზავნისათვის. ასევე, ადამიანები, რომლებიც სასჯელს იხდიან ამ მუხლით, სასჯელებისაგან განთავისუფლდებიან.

იტვირთბა....