ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხოშტარია: თუ რეაგირება არ იქნება, ვფიქრობ, პროტესტის გამწვავებაზე

რაღაც დროის შემდეგ, თუ რეაგირება არ იქნება, ვფიქრობ, ამ პროტესტის გამწვავებაზე,- ამის შესახებ დროას ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით,  პროტესტის ეს ფორმა პოლიტიკური პოზიორობა არ არის, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მმართველი გუნდის მხრიდან შესაბამისი ნაბიჯები არ განხორციელდება ის პროტესტის ფორმებს გაამწვავებს.

ქართული ოცნებისგან მოლოდინი, რომ ისინი ან ზიზღის კამპანიას შეცვლიან ან კანონის პატივისცემას დაიწყებენ, არავის აქვს, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა. მე შემიძლია გითხრათ, რომ რაღაც დროის შემდეგ, თუ რეაგირება არ იქნება, ვფიქრობ, ამ პროტესტის გამწვავებაზე. რა იქნება მერე გეტყვით, მაგრამ არის ფორმები, რომელზეც ნაფიქრი მაქვს და კიდევ უფრო გამწვავდება. ეს არ არის თამაში, ხუმრობა, პოლიტიკური პოზიორობა, ეს ეხება პრეზიდენტის სიცოცხლეს. მე გუშინ ღამე გვიანობამდე სააკაშვილის ექიმებთან მქონდა კომუნიკაცია და სიტუაცია მძიმდება პრაქტიკულად ყოველდღიურად, როგორ რისკავენ, წარმოუდგენელია, ამიტომ რაღაც დროის შემდეგ ვიფიქრებ, პროტესტის გამწვავებაზე,”- განაცხადა ხოშტარიამ.

იტვირთბა....