ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სააკაშვილის ადვოკატი: მდგომარეობა კრიტიკულ ფაზაში შედის, არაპროფესიონალისთვისაც აღქმადია

ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ბექა ბასილაია ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება და ეს “არაპროფესიონალების თვალითაც აღქმადია”.

“ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება და უკვე შევდივართ კრიტიკულ ფაზაში, მედიკოსები საკმაოდ ღრმად და კომპეტენტურად საუბრობენ, ჩვენ როდესაც ვხვდებით, ეს არის აღქმადი, არაპროფესიონალების თვალითაც.

სახალხო დამცველის დასკვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ღარიბაშვილის და რატი ბრეგაძის განცხადებები იყო ბლეფი. როდესაც პრემიერი და იუსტიციის მინისტრი ამბობდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანდნენ გლდანში, არათუ მზად არ იყო მე-18 დაწესებულება, არამედ აღჭურვილობაც კი არ გააჩნდა და სამედიცინო პერსონალიც კი არ ჰყავდა ისეთი ტიპის პაციენტის მისაღებად, როგორიც მიხეილ სააკაშვილია”. – ამბობს ბექა ბასილაია.

იტვირთბა....