ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი ციტატა

ვალდებული ხართ, შეწყვიტოთ შიმშილობა! – ჩარკვიანის მიმართვა სააკაშვილს

[su_quote]მივმართავ მიშა სააკაშვილს, პრეზიდენტო,  გაგიმეორებთ, რაც უკვე შეხვედრის დროს საუბრისას გითხარით და გთხოვეთ! ადამიანური ტრაგედიის გარდა, გარდა იმ დიდი ტვირთისა, რაც (სამუდამო დაღი იქნება საქართველოსთვის), რომლის ტარებაც პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება და გამანადგურებელი  ქვეყნისთვის, ამ ყველაფრის გარდა უდიდესი სტრატეგიული შეცდომა იქნება, (რაც თავად მოგეხსენებათ), აბა  წარმოიდგინეთ ოკუპირებული ტერიტორიებით ქვეყნისთვის, მხედართმთავრის გარეშე ბრძოლაში ანუ განადგურებული მხედართმთავრით რა ბრძოლის მოგება შეიძლება, არადა ხომ ვთანხმდებით ყველა, რომ ეს რუსეთ-საქართველოს ომია და ახლა  რუსთავის ციხეში, პუტინის პირადი პატიმარი  ზის, ამიტომ: უნდა, უნდა,  ვალდებული ხართ შეწყვიტოთ შიმშილობა!

მიიღეთ სტრატეგიულად (ერთადერთი) სწორი გადაწყვეტილება, შეწყვიტეთ  შიმშილობა გთხოვთ! წინ დიდი ბრძოლაა მიტაცებული სახელმწიფოს დასაბრუნებლად, ამ ბრძოლაში თქვენი დიდი გამოცდილება, ენერგეტიკა და მაშტაბია საჭირო……. დიდი განსაცდელი უდგას ქვეყანას, ჭაობში ჩახრჩობას უპირებენ  ქართულ სახელმწიფოს პრეზიდენტო!

აკი გითხარით, როგორც ჩემს მამუკას, ჩემს ძმას გთხოვ მეთქი და მიპასუხე, აქაც კი მის სიმღერებს ვუსმენო…. ჰოდა  პრეზიდენტო, ჩემო ძმაო და მეგობარო, მიიღეთ გადაწყვეტილება  ბრძოლის   მოსაგებად![/su_quote]

წერს სოციალურ ქსელში პარტია კანონი და სამართლის ლიდერი, თაკო ჩარკვიანი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი 36-ე დღეა შიმშილობს. ადვოკატებისა და პირადი ექიმის განცხადებით, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება. როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, საჭიროების შემთხვევაში ყოფილი პრეზიდენტის ჰოსპიტალიზაცია გლდანის ციხეში არსებულ საავადმყოფოში განხორციელდება.

იტვირთბა....