ტელეკომპანია მთავარი არხის დაკვეთით კომპანია ანოვას მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, ქუთაისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 18:00 საათისთვის შედეგები ასე გადანაწილდა:
ხატია დეკანოიძე – 53% (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა)
იოსებ ხახალეიშვილი – 47% (ქართული ოცნება)
გამოკითხვა ჩატარდა დღეს, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, პირისპირ ინტერვიუს საშუალებით. შესაძლო ცდომილების ზღვარი +/-3%-ია.