ტელეკომპანია მთავარი არხის დაკვეთით კომპანია ანოვას მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, რუსთავში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 18:00 საათისთვის შედეგები ასე გადანაწილდა:
დავით კირკიტაძე – 53% (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა)
ნინო ლაცაბიძე – 47% (ქართული ოცნება)
გამოკითხვა ჩატარდა დღეს, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, პირისპირ ინტერვიუს საშუალებით. შესაძლო ცდომილების ზღვარი +/-3%-ია.