ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე, 15:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 31.82% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 664 573 ადამიანს შეადგენს.
რეგიონების მიხედვით ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში დაფიქსირდა – 45.4%, ხოლო ყველაზე დაბალი – 26.9% მცხეთა მთიანეთში.
რაც შეეხება დედაქალაქს, აქტივობა 30.8% შეადგენს, რაც 308 856 ამომრჩეველია.
თბილისში ყველაზე მაღალი აქტივობით გამოირჩევა დიდუბის ოლქი 34,2%-ით, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა – 27,4% ისანშია.
შეგახსენებთ, რომ 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტსა და 24 საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.