არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ცესკო: 12:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 17.18%-ია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე, 12:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 17.18% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 358 782 ადამიანს შეადგენს.

რეგიონების მიხედვით ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში დაფიქსირდა – 24.6%, ხოლო ყველაზე დაბალი – 13.2% მცხეთა მთიანეთში.

რაც შეეხება დედაქალაქს, აქტივობა 16.5% შეადგენს, რაც 164 929 ამომრჩეველია.

თბილისში ყველაზე მაღალი აქტივობით გამოირჩევა დიდუბის ოლქი 17,7%-ით, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა – 14,8% ისანშია.

შეგახსენებთ, რომ 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტსა და 24 საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

იტვირთბა....