არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ცესკო: 10:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 7.38%-ია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე, 10:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 7.38% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 154 163 ადამიანს შეადგენს.

რეგიონების მიხედვით ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში დაფიქსირდა – 9.2%, ხოლო ყველაზე დაბალი – 5.1% მცხეთა მთიანეთში.

შეგახსენებთ, რომ 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტსა და 24 საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

იტვირთბა....