ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

გახარია: ხმას არცერთს მივცემ, როცა გვაიძულებენ, არჩევანი გავაკეთოთ ორ ცუდს შორის

[su_quote]  ძალიან სამწუხაროა, ეს არჩევნები არც თავისუფალი იყო, არც სამართლიანი არ იყო, ეს იყო, დარწმუნებული ვარ, ბოლო 9 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი არჩევნები. თუ ჩვენ ყველანი არ დავფიქრდებით არჩევნებში, პირველ რიგში, ფულის როლზე, ადმინისტრაციული რესურსის როლზე და პოლიტიკურად ნეიტრალურ საჯარო კლასზე, შეიძლება, არჩევნებმა აზრი დაკარგოს.

მოგეხსენაბთ, რომ მე ჩემი მოქალაქეობრივი ვალდებულება უნდა მომეხადა, მოვიხადე ეს ვალდებულება და ხმა მივეცი საქართველოსთვის…საქართველოსთვის რა არის, იცით? როდესაც ჩვენს საქართველოს მოქალაქეებს არჩევანს გვართმევენ, როდესაც ორი პარტია გვიმტკიცებს, რომ მეორე უარესია, ვიდრე თვითონ და გვაიძულებენ, რომ არჩევანი გავაკეთოთ ცუდსა და ცუდს შორის, მე, რა თქმა უნდა, ხმას ვაძლევ საქართველოსთვის. საქართველოსთვის ნიშნავს იმას, რომ როდესაც ჩვენ გვაიძულებენ, ორ ცუდს შორის ერთიო ავირჩიოთ, უფრო უარესი კი არა, ორ ცუდს შორის უარესი ავირჩიოთ, რა თქმა უნდა, მე ხმას არცერთს მივცემ [/su_quote]

 

ამბობს პარტია საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია ხმის მიცემის შემდეგ.

იტვირთბა....