საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.
საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა, ხმის მიცემის პროცედურა კი 08:00 საათზე დაიწყო.
არჩევნების მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში იმართება. 24 საარჩევნო ოლქში კი, საკრებულოების 42 მაჟორიტარი წევრია ასარჩევი.
ამჟამად კენჭისყრაში მხოლოდ 2-2 კანდიდატი მონაწილეობს. მუნიციპალიტეტის მერად არჩეული იქნება კანდიდატი, რომელიც 50%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს.