aviabiletebi
მთავარი საზოგადოება

ტიკარაძე: დადასტურებულია, რომ გოგელიას კლინიკაში გრიპის ვაქცინის ნაცვლად პაციენტები C ვიტამინით აცრეს, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე დადასტურებულია, რომ თბილისში, გოგელიას კლინიკაში გრიპის ვაქცინის ნაცვლად პაციენტები C ვიტამინით აცრეს.

მისი თქმით, პაციენტების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, აღნიშნულ ფაქტს კი რეგულირების სააგენტო დეტალურად შეისწავლის.

“ამ ეტაპისთვის დადასტურებულია, რომ ის კონკრეტული პაციენტები იყვნენ C ვიტამინით აცრილი. ამ კლინიკის საქმე ერთი წლის წინ იყო გადაგზავნილი პროკურატურაში, ჩვენ კვლავ დავუკავშირდებით და გავეცნობით, თუ რატომ არ მოხდა დღემდე რეაგირება. რაც შეეხება სხვა კლინიკებს, ჩვენ აქ გარკვეულწილად ვართ შეზღუდულები, რადგან რეგულირების სააგენტოს არ აქვს მანდატი, გეგმურად შეამოწმოს კლინიკები, ამისთვის საჭიროა კანონის ცვლილება და ჩვენ ველოდებით პარლამენტს, რათა მიიღოს შესაბამისი ცვლილებები და რეგულირების სააგენტოს მიეცეს მანდატი, რომ არა მხოლოდ ამბულატორიები, არამედ კლინიკებიც შეამოწმოს შესაბამისად, რათა ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ უსაფრთხო სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა.

ასევე მნიშვნელოვანია, შეიცვალოს გარკვეული წესები საკანონმდებლო დონეზე, რათა არ მოხდეს კლინიკების დარეგისტრირება მხოლოდ ინფორმაციის მიწოდების დონეზე და მოხდეს განსაზღვრა მათი საჭიროების, სამუშაოს აღწერილობის დეტალური შესწავლა. მხოლოდ რეგულირების სააგენტოსა და სამინისტროს თანხმობით მოხდეს კლინიკების გახსნა და ოპერირების ნების დართვა”, – განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, მოქალაქეები აცხადებენ, რომ თბილისში, გოგელიას კლინიკაში, გრიპის ვაქცინის ნაცვლად, სავარაუდოდ, გაურკვეველი პრეპარატი გაუკეთეს.

იტვირთბა....