aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ადამ შიფი: საქართველოს მოვუწოდებ, სააკაშვილს სამართლიანად მოექცნენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე ადამ შიფი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს სამართლიანად მოექცნენ.

მისივე განცხადებით, საქართველომ სააკაშვილის მმართველობის პირობებში, წლების წინ ძალიან იმედისმომცემი რეფორმები დაიწყო.

“მე ვუერთდები სახელმწიფო დეპარტამენტს და საქართველოს მოვუწოდებ სააკაშვილს სამართლიანად მოექცნენ და უზრუნველყონ სამართლიანი პროცესი. მე საქართველოში რამდენიმე წლის წინ ვიყავი და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ვისაუბრე ისეთ საკითხზე, როგორიცაა ზოგიერთი დემოკრატიული ინსტიტუციიდან, პროცესიდან, [უფლებების] დაცვიდან გადახვევა. ეს ყველაფერი წლების წინ იმედისმომცემად გამოიყურებოდა. ვფიქრობ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყნაში კანონის უზენაესობას დავუჭიროთ მხარი და უზრუნველვყოთ ის, რომ არჩევნები სამართლიანია. ეს რთული დროა.

რუსეთის ჯარი საქართველოს მეხუთედის ოკუპაციას აგრძელებს, რომელიც ათწლეულის წინ რუსეთმა კონფლიქტის შემდეგ მიიტაცა. საქართველო ძალიან რთულ სიტუაციაშია. ქვეყანამ წლების წინ ძალიან იმედისმომცემი რეფორმები დაიწყო, სხვათა შორის სააკაშვილის დროს ბევრი წლის წინ. ჩვენ გვსურს ვიხილოთ ამ რეფორმების გაგრძელება და კანონის უზენაესობის გაძლიერება”, – აცხადებს ადამ შიფი ამერიკის ხმასთან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ის რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში მეშვიდე დღეა შიმშილობს.

იტვირთბა....