მთავარი პოლიტიკა ციტატა

ჩარკვიანი: ღარიბაშვილს ვეძახი ტროლს

[su_quote]საქართველოა, ბატონებო, ვაჟკაცები ყველგან არიან! სამშობლოს გაწირვა და კაცის გაწირვა, პრეზიდენტის მით უმეტეს, ასე არ არის ამ ტროლს რომ ჰგონია. მე ღარიბაშვილს ვეძახი ტროლს. რატომ არის ტროლი გეტყვით, ტროლთა მანქანის დამფინანსებელი არის ჩვეულებრივი ტროლი, უბრალოდ მეტი ფული აქვს, ოჯახს რომ გილანძღავსს ტროლების მეშვეობით, ის ხომ ტროლია? დღეს რომ განცხადება გააკეთა, ტროლის განცხადება არ იყო? ეს ჭკვიანი ადამიანის განცხადება იყო? ეს იყო სრულიად მწირი განათლების მქონე ადამიანის განცხადება. ეს არის ჩვენი პრობლემა, რომ პირველ პირებად მხოლოდ კარიერისტები და ფსკერზე ოქროს მაძიებლები არიან[/su_quote]

ამის შესახებ პარტია კანონი და სამართლის ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას, სადაც პრემიერი საუბრობს, როგორი ნარკოდამოკიდებულიც არ უნდა იყოს სააკაშვილი, მას ყოველთვის აქვს საკმარისი დრო, რომ ალოგიკურ ნაბიჯზე აიღოს ხელი.

იტვირთბა....