ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

მესმის თქვენი ხმა საპყრობილეში, ვაწვებით გამარჯვებამდე – სააკაშვილი აქციის მონაწილეებს მიმართავს

[su_quote]მადლობა ჩემო დებო და ძმებო. მესმის თქვენი ხმა საპყრობილეში და ბრძოლის სურვილს მიათმაგებს, ვაწვებით გამარჯვებამდე[/su_quote]

ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერილში წერს, რომელიც ჟურნალისტებს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფილი პრეზიდენტის მონახულების შემდეგ წაუკითხა. შეგახსენებთ, რომ რუსთავის ციხესთან ოპოზიციის წარმომადგენლები, აქტივისტები და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით, სოლიდარობის აქციას მართავენ. სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს თბილისის ერთ-ერთ უბანში დააკავეს.

იტვირთბა....