aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

დღეს თბილისში ავტომანქანა დაცხრილეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისში, ჩიქოვანის 24 ნომერთან, დღეს დილით, ცარიელი ავტომანქანა დაცხრილეს. როგორც ადგილობრივები  „რუსთავი 2“-თან  საუბრისას აცხადებენ მათ სროლის ხმა 12:00 საათისთვის გაიგეს, თუმცა დამნაშავეების შესახებ არაფერი იციან.

ადგილზე დილიდან კრიმინალისტები მუშაობდნენ და დაცხრილული მანქანა უკვე გადაიყვანეს ექსპერტიზაზე.

მანქანის მფლობელები ამავე კორპუსის მაცხოვრებლები არიან, თუმცა ვერსიებსა თუ მიზეზებზე არც სამართალდამცველები და არც დაზარალებულები არ საუბრობენ.

შსს-ს საქმე იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით აქვს აღძრული.

 

იტვირთბა....