ცესკოს პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, 12:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 17.72% შეადგინა.
მისივე თქმით, ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში, ყველაზე დაბალი კი თბილისში დაფიქსირდა.
“გაგაცნობთ ამომრჩეველთა აქტივობას 12:00 საათის მდგომარეობით. ამ დროისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 17.72%, რაც რაოდენობრივად 619 562 ამომრჩეველია. ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმში 27.4%, ხოლო ყველაზე დაბალია თბილისში 15.8%”, – განაცხადა იოსელიანმა.
ცნობისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 12:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 19.41% იყო, 2017 წელს კი 16.5%.