მთავარი პოლიტიკა ციტატა

ღარიბაშვილი: 2 ოქტომბერს ვიზეიმებთ გამარჯვებას, ოცნებას ალტერნატივა არ ჰყავს

[su_quote]ჩვენ არაერთი პროვოკაციის მომსწრენი გავხდით საარჩევნო კამპანიის დროს, მაგრამ მეორე მხრივ, ვაჩვენეთ უმაღლესი სტანდარტი. სტანდარტი იმისა, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ევროპული დონის, სტანდარტების შესაბამისი საარჩევნო კამპანია მთელი ქვეყნის მასშტაბით. მართლაც გასაოცარი იყო ის სამუშაო, რომელი ჩვენმა პარტიამ და მხარდამჭერებმა გავწიეთ ყველამ ერთად. ასე, რომ კიდევ ერთხელ, ჩვენი პარტიის თითოეულ წევრს და მხარდამჭერს მადლობას ვუხდი ამ პერიოდის განმავლობაში გამოჩენილი თმენისთვის, სიმტკიცისთვის. მე მჯერა, რომ ჩვენ 2 ოქტომბერს ვიზეიმებთ გამარჯვებას, ვინაიდან, ქართულ ოცნებას, რა თქმა უნდა, ალტერნატივა არ ჰყავს. ჩვენს ხალხს სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა, გაერთიანება და რაც მთავარია, განვითარება[/su_quote]

ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქართული ოცნების სარჩევნო კლიპის პრეზენტაციაზე განაცხადა.

იტვირთბა....