aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დეკანოიძე ქარდავაზე: ყველა, ვინც იყო ძალაუფლებით ტკბობის რეჟიმში, უნდა წარდგეს ობიექტური მართლმსაჯულების წინაშე

aviabiletebi
ავიაბილეთები

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ძალოვანი უწყებების შეცდომებზე მისმა პარტია, პოლიტიკური პასუხსმგებლობა 2012 წელს აიღო.

მისივე თქმით, ყველა, ვინც ძალაუფლების ტკბობის რეჟიმში არღვევდა საკანონმდებლო ჩარჩოს, მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარსდგეს.

“იმ ძალიან მნიშვნელოვან შეცდომებსა და გადაცდომებზე, რაც უკავშირდებოდა ძალოვან უწყებებს, ჩემთვის ეს განსაკუთრებით მტკივნეულია და ყოველთვის იქნება, ჩვენ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ავიღეთ 2012 წელს.

შესაბამისად, ჩემი და ჩემი მეგობრების მოსაზრებით, ყველა ადამიანი, ვინც იყო გამორჩეულად ძალაუფლებაში ჩავარდნილი ტკბობის რეჟიმში, რომელიც არღვევდა საკანონმდებლო ჩარჩოს, რა თქმა უნდა, უნდა წარდგეს ობიექტური მართლმსაჯულების წინაშე”, – განაცხადა დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ კიევიდან თბილისში სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას ექსტრადირების პროცესი დასრულდა. ამჟამად, ის რუსთავის N 12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება.

იტვირთბა....