ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, COVID-19-ის ახალი „მიუ შტამი“ საქართველოში ჯერ- ჯერობით დაფიქსირებული არ არის. ამის შესახებ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, კორონავირუსის ეს შტამი ჯანმთელობის მსოფლიო ორგანიზაციისთვის ჯერ კიდევ დაკვირვების საგანია.
“მიუ შტამი” ჯერ-ჯერობით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისთვის დაკვირვების საგანი რჩება. ეს არ არის საგანგაშო შტამის კატეგორიაში შეყვანილი და ჩვენც ველოდებით დამატებით რეკომენდაციებს. რაიმე განსხვავებული მიდგომა ამ შტამთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით არ არსებობს და არც მასთან დაკავშირებული რაიმე რისკები არ გაჟღერებულა“, -აღნიშნავს გაბუნია.

