ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია რატი ამაღლობელის ლექსს პატრიარქზე ფეისბუქზე სტატუსით ეხმაურება:
“ის ხალხი, ვინს ეკლესიას წამოაძახებს ხოლმე მილიონებს გიხდიან, ჯიპებით დადიხართ და ა.შ. მერე რატი ამაღლობელივით იაფფასიანი დემაგოგიით გაჯერებულ ლექსებს დაწერთ, ან აგრესიითა და სიძულვილით გაჟღენთილ ბლოგებს მიაყოლებთ და მერე დადგებით, კომპეტენტური სახეებით და იძახით, ვიცით, რასაც საპატრიარქო და ეკლესიას აკეთებსო… ის იცით, რომ მონასტრებში ასობით უპოვარს ემსახურებიან ბერები? რომ ხშირად ბერები საჭმელს არ ჭამენ და ამ ადამიანებს აჭმევენ, რომ ავადმყოფებს უვლიან, ზოგჯერ ლოგინად ჩავარდნილ ავადმყოფებს, უცვლიან, უკანალებს უწმინდავენ, ბანენ, საკუთარი ხელით აჭმევენ და ა.შ. ? იცით ეს ყველაფერი? არაფერი იცით, არაფერი გინახავთ და დემაგოგიასა და სიძულვილში კვდებით… იმის მეასედი გააკეთეთ, რასაც უპოვარებისთვის ეკლესია აკეთებს და მერე ილაპარაკეთ ჭკვიანი და მედიდური სახებით.” – წერს არჩილ გამზარდია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ რატი ამაღლობელმა გადასასვლელში მამაკაცის გულის შეტევით გარდაცვალებას, რომელიც შეცდომით სოციალურ ქსელში მიუსაფრად და გაყინულად გამოცხადდა, ლექსი მიუძღვნა, „პატრიარქი გაიყინა“. პოეტი კრიტიკის ობიექტი გახდა.