ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო კამპანია მთლიანად აწყობილია ზიზღისა და დისკრედიტაცისკენ, – ამის შესახებ ქართული ოცნების წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც თბილის ქუჩებში არსებულ საინფორმაციო ბანერების განთავსების საკითხს გამოეხმურა.
მისივე განცხადებით, მმართველი პარტია, განსხვავებით ოპოზიციისგან, კონკრეტულ პროგრამაზეა აგებული.
“ჩვენი პოზიცია არის შემდეგი – ჩვენ ვართ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის ფაზაში. ქართული ოცნება აწარმოებს ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიას. თქვენ ხედავ, რომ ჩვენი წინასაარჩევნო კამპანია მთლიანად აგებულია პროგრამაზე, ხედავთ, რომ თითქმის ყოველდღიურად სხვადასხვა მიმართულებით გვაქვს პრეზენტაცია და რას ვხედავთ ჩვენ ოპოზიციის და ნაციონალური მოძრაობის მხარეს – არანაირ, საერთოდ არანაირ, პოზიტიურ დღის წესრიგს ან რაიმე პროგრამის პრეზენტაციას – მთლიანად აწყობილი არის ზიზღის კამპანიაზე, დისკრედიტაციასა და ა.შ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს რამდენიმე ქალაქში ახალი ბანერები, სახელწოდებით არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს! გამოჩნდა, რომელზეც ოპოზიციის რამდენიმე ლიდერია გამოსახული.

