ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ოცნების შიდა კვლევა ბათუმში: არჩილ ჩიქოვანი 54.1%, გიორგი კირთაძე 30.6%

ქართული ოცნების საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა საზოგადოებას პარტიის სოციოლოგიური ჯგუფის მიერ ბათუმში ჩატარებული კვლევის შედეგები გააცნო. როგორც შალვა პაპუაშვილი აცხადებს, ქართული ოცნების მერობის კანდიდატს საკმაოდ მყარი რეიტინგი აქვს . მისი თქმით, არის შესაძლებლობა, რომ ქართული ოცნების კანდიდატმა, არჩილ ჩიქოვანმა არჩევნები პირველივე ტურში დიდი უპირატესობით მოიგოს.

პაპუაშვილის თქმით, ბათუმის მერობის კანდიდატების შეწონილ რეიტინგების მიხედვით, ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

არჩილ ჩიქოვანი (ქართული ოცნება) 54.1%

გიორგი კირთაძე (ნაციონალური მოძრაობა) 30.6%

ირაკლი მიქელაძე (საქართველოსთვის) 4.6%

გიორგი ფუტკარაძე (გირჩი – მეტი თავისუფლება) 2.1%

ბონდო გუგულაძე (პატრიოტთა ალიანსი) 1.9%

კახაბერ ცისკარიძე (დამოუკიდებელი კანდიდატი) 1.2%

სხვა კანდიდატები 5.5%

სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-17 სექტემბერის პერიოდში. კვლევის ფარგლებში, გამოიკითხა 2690 რესპონდენტი, საიდანაც ფავორიტი პარტია გამოკითხულთა 87,9 % დაასახელა. ცდომილების ზღვარი შეადგენს 3 %.

იტვირთბა....