ქართული ოცნების სოციოლოგიური ჯგუფის მიერ, ბათუმში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, მმართველი პარტია 49,2%-ით ლიდერობს.
კითხვაზე – “ხვალ რომ ბათუმის საკრებულოს არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას?” პასუხები ასე გადანაწილდა:
- ქართული ოცნება 49,2%;
- ნაციონალური მოძრაობა 29,8%;
- საქართველოსთვის 4,1%;
- გირჩი – მეტი თავისუფლება 2,8%;
- ლელო 2,1%;
- პატრიოტთა ალიანსი 1,9%;
- მესამე ძალა 1,2%;
- მოქალაქეები 1,2%;
- ლეიბორისტული პარტია 1,1%;
- ევროპული საქართველო 1,1%;
- გირჩი 0,6%;
- სხვა პარტიები 4,9%.
სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები 13-17 სექტემბერს ჩატარდა. კვლევის ფარგლებში, გამოიკითხა 2 690 რესპონდენტი, საიდანაც ფავორიტი პარტია გამოკითხულთა 87,9%-მა დაასახელა. ცდომილების ზღვარი შეადგენს 3%-ს.

