ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ მოსმენებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით ქუთაისის პროკურატურაში სარჩელი შეიტანა.
“მე გულწრფელად მინდა ვუთხრა ყველას, რომ მე არ მაქვს იმედი, რომ ამ შემთხვევაში ეს პროკურატურა, ან სუს-ი, ან შსს გამოძიებს ამ მასიურ, ტოტალურ კონტროლს ადამიანებზე, მაგრამ მაშინ, როდესაც ქართული ოცნება ხელისუფლებას ჩამოცილდება, მაშინ, როდესაც ჩვენ გვექნება თავისუფალი მართლმსაჯულების სისტემა, გვექნება პროკურატურა, რომელსაც ეყოლება დამოუკიდებელი პროკურორი, ეს ჩემი და ყველას განცხადება, ვინც ამ ტოტალურ კონტროლს გააპროტესტებს, დარწმუნებული ვარ, იქნება გამოძიებული”,- თქვა დეკანოიძემ.
სუს-დან სავარაუდო გაჟონილი ფაილების მიხედვით ირკვევა, რომ დეკანოიძესაც უსმენდნენ.
13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

